საქართველოში კორონავირუსის 3670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი

05 აგვისტო 2021, 10:49 1190 ნახვა

5 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 626 ადამიანი. 

ჩატარდა 41 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 184 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 701 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.67%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 652 შემთხვევა, აჭარა - 601, იმერეთი - 400, ქვემო ქართლი - 197, შიდა ქართლი - 155, გურია - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 190, კახეთი - 187, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი - 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 37 108 საიდანაც: 6 219 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 996, აჭარაში - 762, იმერეთში - 917. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 258 პირი, მათ შორის, თბილისში - 569, აჭარაში - 124, იმერეთში -295. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, მათგან თბილისში - 185, აჭარაში - 17, იმერეთში - 18. 2 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 009 - თბილისში, 820- აჭარაში. 28 446 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 44, ხოლო აჭარაში - 5.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში