ხანძარი თურქეთში

05 აგვისტო 2021, 11:42 712 ნახვა

თურქეთში ხანძარი ისევ მძვინვარებს. როგორც თურქული მედია იტყობინება  ხანძარს თბოელექტროსადგურის ძირითადი დანადგარები სერიოზულად არ დაუზიანებია. ხანძარმა თურქეთში, მუღლის პროვინციაში მდებარე თბოელექტროსადგურამდე მიაღწია, რის გამოც თანამშრომლებისა და მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. 

თურქეთში ტყის ხანძრებს ერთ კვირაზე მეტია ებრძვიან, დაღუპულია 8 ადამიანი, დამწვარია ტყის საფარის დიდი ნაწილი, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. 

თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მინისტრის განცხადებით, თურქეთმა 167 ხანძარი  ჩააქრო, 16 კერა რჩება 7 პროვინციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში