ლუკა სირაძის საქმეში ბრალდებული გამომძიებელი თავისუფალია

05 აგვისტო 2021, 11:47 866 ნახვა

15 წლის ლუკა სირაძის საქმეში ბრალდებული გამომძიებელი თავისუფალია, მარიანა ჩოლოიანმა პენიტენციური დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა. ადვოკატის ინფორმაციით,  ჩოლოიანი ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა და საპატიმრო გუშინ დატოვა.

გასული წლის სექტემბერში მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით ჩოლოიანს სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცნობისთვის,  15 წლის ლუკა სირაძე ერთ-ერთი კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადმოხტა, შემთხვევის დროს მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად ის  რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ოჯახი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მომხდარში  საქმის გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს ადანაშაულებდნენ, რომელმაც მათი ინფორმაციით   ლუკა სირაძეზე  ფსიქოლოგიურად იძალადა.

ოჯახი ირწმუნებოდა, რომ მოზარდს პოლიციის განყოფილებაში  2 დღის განმავლობაში კითხავდნენ და მუქარით სთხოვდნენ დანაშაულის აღიარებას მას შემდეგ, რაც "მწვანე სკოლის" კედლებზე წარწერები გააკეთა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში