აშშ-ში მხოლოდ სრულად აცრილებს შეუშვებენ

05 აგვისტო 2021, 14:03 874 ნახვა

თეთრი სახლი აშშ-ში მოგზაურობის უფლებას მისცემს უცხოელებს, ვისაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ექნება.

ბაიდენის ადმინისტრაცია ადგენს გეგმას, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში გამგზავრებული თითქმის ყველა უცხოელი ტურისტი კოვიდ-19–ის წინააღმდეგ სრულად უნდა იყოს აცრილი.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები შეიმუშავებენ "თანმიმდევრულ და უსაფრთხო საერთაშორისო სამოგზაურო პოლიტიკას" - გეგმას ეტაპობრივი მიდგომით, რომელიც ითვალისწინებს, რომ აშშ-ში გამგზავრების მსურველი ტურისტები სრულად იყვნენ აცრილები "გარკვეული გამონაკლისის გარდა".

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში