"ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის გადასარჩენად" - აქცია

05 აგვისტო 2021, 13:54 1124 ნახვა

"ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის და საგანძურის გადასარჩენად" - ამ ლოზუნგით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები კულტურის სამინისტროსგან და თეა წულუკიანისგან მუზეუმთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას ითხოვენ და ამბობენ, რომ ეროვნული საგანძური საფრთხის ქვეშააა.

ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაციის და შენობის დანგრევის შესახებ საუბარი საჯაროდ 22 ივლისს დაიწყო, როცა გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელური, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს".  -  ექსპერტიზის დასკვნა კომპანია "კარიატიდამ" მოამზადა.  მუზეუმის დასაცავად მხარდამჭერი აქცია დღეს ბათუმშიცაა დაგეგმილი.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში