როდესაც შემოტანილია 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა,  ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა აბსოლუტურად გაუმართლებელია - პრემიერი

05 აგვისტო 2021, 15:41 1082 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, როდესაც შემოტანილია 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა,  ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა აბსოლუტურად გაუმართლებელია.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ეკონომიკას არ შეაჩერებს, რადგან ეს მცდარი გზაა.

'' ვაქცინაცია პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს ტემპის მატება ვაქცინაციის მიმართულებით. გუშინ გვქონდა 20 000 აცრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უნდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი აცრა ყოველდღიურად, იმისთვის, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს მივაღწიოთ. ჩვენი ამოცანა მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში სამი მილონი აცრის ჩატარებაა, რაც მოგვცემს საშუალებას, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ქვეყანაში, არ გავაჩეროთ, არ დავკეტოთ ქვეყანა ხელმეორედ და ის მძიმე შედეგები არ გამოვიწვიოთ ხელმეორედ, რაც იყო გასულ წელს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში