საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ, გიორგი თევდორაშვილმა ფიცი დადო

05 აგვისტო 2021, 17:51 1096 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ, გიორგი თევდორაშვილმა ფიცი დადო.

ფიცის დადების ცერემონიალზე მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მართლმსაჯულების განვითარებაში წვლილს შეიტანს.

“მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რომლის გადაწყვეტილებით ჩემი განწესება მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსამართლის პოზიციაზე. მომეცა შესაძლებლობა, ვემსახურო ძალიან საპასუხისმგებლო მისიას.

მე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარების საქმეში და იმ მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია უკანასკნელი წლების მანძილზე დემოკრატიის სადარაჯოზე", - განაცხადა თევდორაშვილმა.

ცერემონიას პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დაესწრო. იგეგმებოდა პრეზიდენტის მისვლაც, თუმცა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ განაცხადა, იგი ობიექტური მიზეზების გამო, ცერემონიაზე ვერ მივიდა.

საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება. მოსამართლის უფლებამოსილება 10 წლის ვადით განისაზღვრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში