გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი

05 აგვისტო 2021, 18:17 977 ნახვა

აჭარაში კლინიკებში თავისუფალი მხოლოდ 100 ადგილია დარჩენილი. თავისუფალი ადგილების გამონახვას მედიკოსები კოვიდ სასტუმროების ხარჯზე ცდილობენ სადაც, შედარებით მსუბუქი პაციენტები კლინიკებიდანაც გადაჰყავთ. გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მაჩვენებელიც, მედპერსონალი გვეუბნეა, რომ ხშირად თავისუფალი ადგილების მოძიება საათობით უწევთ, რადგან მაღალი ინფიცირების ფონზე ჰოსპიტალური სექტორი უკვე გადაიტვირთა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში