6 აგვისტოს ოლიმპიურ თამაშებზე 3 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

05 აგვისტო 2021, 20:54 1298 ნახვა

6 აგვისტო ოლიმპიურ თამაშებზე 3 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. 06:20 საათზე მხატვრულ ტანვარჯიშში სალომე ფაჟავა გამოვა.

06:30 საათიდან 96 კგ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე იასპარეზებს. 13:55 საათზე ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი გამოვა.

პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია, სადაც ამერიკელ გეიბლ სტევსონს დაუპირისპირდება.

ოლიმპიური თამაშების პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში იქნება.

ამ დროისათვის საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში