საქართველოში კორონავირუსის 3780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი 

06 აგვისტო 2021, 10:41 1255 ნახვა

6 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი, ხოლო 2052 პირი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 907 კვლევა ტესტით. მათ შორის 25 167 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 740 PCR ტესტით

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.05% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.98%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 640 შემთხვევა, აჭარა - 628, იმერეთი - 395, ქვემო ქართლი - 170, შიდა ქართლი - 172, გურია - 70, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199, კახეთი - 299, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 806 საიდანაც: 6 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 052, აჭარაში - 802, იმერეთში - 926. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 285 პირი, მათ შორის, თბილისში - 578, აჭარაში - 130, იმერეთში -294. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პირი, მათგან თბილისში - 189, აჭარაში - 18, იმერეთში - 18. 2 472 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 153 - თბილისში, 812- აჭარაში. 29 965 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 44, ხოლო აჭარაში - 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 088 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 299, პირი, აჭარაში - 4 592, იმერეთში - 3 582.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში