იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა 4 წლიანი განსახლების გეგმის პრეზენტაცია 

06 აგვისტო 2021, 12:08 866 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში მთავრობა გეგმავს 13 000 დევნილის ბინებით უზრუნველყოფას, საიდანაც 8 000 ბინის შესყიდვა და აშენება უნდა მოხდეს კერძო სექტორის მხრიდან.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, უნდა გაიხსნას დიალოგის ფანჯარა სახელმწიფოსა და დეველოპერებს შორის.

„ეს არ უნდა იყოს მხოლოდ პროექტი პროექტისთვის, არამედ ეს უნდა იყოს საცხოვრებელი პირობების დაკმაყოფილება ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, რომლებმაც ჯერ კიდევ 27 წლის წინ დაკარგეს თავიანთი სახლები, მოუწიათ იძულებით გადაადგილება და ბევრი მათგანი დღემდე ცხოვრობს საკმაოდ მძიმე პირობებში.

სახელმწიფომ უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის დევნილთა ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა და მათი პირობების გაუმჯობესება. ჩვენ შემდეგი 4 წლის განმავლობაში დასახული გვაქვს საკმაოდ მასშტაბური განსახლების პროგრამა, რომელიც, რა თქმა უნდა, მოითხოვს უფრო მეტ თანამშრომლობასა და დიალოგს იმისათვის, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შეძლოს და აღასრულოს ის დაპირებები, რაც ჩვენ თავის დროზე გვაქვს გაცემული“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში