გახდება თუ არა პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება 

06 აგვისტო 2021, 12:33 1415 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველი და მთავარი რეკომენდაცია ეს არის პირბადეების გამოყენება და პირბადეების სავალდებულობა როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მონიტორინგი გასამკაცრებელია ქორწილებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებზე, რადგან კლასტერული ინფიცირების შემთხვევები სწორედ მსგავს შეკრებებს უკავშირდება. 

''ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის მხრიდან საბჭოზე წარდგენილია ყველა ის საჭირო რეკომენდაცია, რომელსაც ვთვლით, რომ უნდა განხორციელდეს.

მნიშვნელოვანია, მეტად უფრო ყურადღება მიექცეს სოციალური ღონისძიებების გამართვას, ასევე ისეთ ღონისძიებებს, როგორსაც წარმოადგენს ქორწილები და ქელეხები, ვინაიდან, როდესაც ვაკვირდებით და ვსწავლობთ ეპიდვითარებას, კლასტერული ინფიცირება ხდება სწორედ ქორწილებსა და ქელეხებში. მნიშვნელოვანია არის, რომ შეიზღუდოს იქ დამსწრეთა რაოდენობა, რათა მოხდეს ეპიდვითარების უფრო მდგრადად შენარჩუნება.

დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე გვყავს 4000-მდე ინფიცირებული ყოველდღიურად. ჩვენ ასევე ხშირად ვამბობთ, რომ ამ შტამს გააჩნია არათანმიმდევრული ზრდა, არამედ ნახტომისებური ზრდა და მოსახლეობა ამას უკვე აკვირდება, რომ გარკვეული 10-დღიან პერიოდში ჩვენ გვაქვს ნახტომისებური ზრდა'' – განაცხადა ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში