ბათუმის ბულვარში ქუჩის მუსიკოსები დააკავეს

06 აგვისტო 2021, 14:49 4559 ნახვა

ბათუმის ბულვარში დაკავებული ქუჩის მუსიკოსების საქმეზე საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. 

გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. მუსიკოსების განცხადებით, 4 აგვისტოს მათსა და პოლიციელებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, მათი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რის შემდეგაც მათი ორი მეგობარი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ორი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათივე ცნობით, მუსიკოსებს უკანონოდ ჰქონდათ მითვისებული დენის წყარო, რის გამოც პოლიციამ ისინი ორჯერ გააფრთხილა, თუმცა ახალგაზრდები არ დაემორჩილნენ და სამართალდამცველებს  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 ქუჩის მუსიკოსები კი პოლიციელებს  ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში