„სინოვაკით“ აცრილებს ევროპის 7 ქვეყანაში მოგზაურობა შეუძლიათ

06 აგვისტო 2021, 18:29 2969 ნახვა

ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისას „სინოვაკით“ აცრას  აღიარებენ  - ავსტრია, ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, ესპანეთი და შვეიცარია. ამჟამად, ყველა ევროპული ქვეყანა აღიარებს ევროპის წამლების სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინით აცრას, ესენია „ასტრაზენეკა“, „ფაზიერი“, „მოდერნა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონი“. რაც შეეხება იმ ვაქცინებს, რომლებიც აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, თუმცა არ არის დამტკიცებული ევროპის წამლების სააგენტოს მიერ, ასეთ შემთხვევაში ქვეყნები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ. „სინოვაკი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველ ივნისს დაამტკიცა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტიანობის და წარმოების ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში