მძიმე კოვიდ-ვითარება აჭარაში

06 აგვისტო 2021, 19:42 2905 ნახვა

ვირუსის საგანგაშო სტატისტიკის ფონზე რამდენიმე დღეა მედიკოსები ამბობდნენ, რომ სამედიცინო რესურსი ამოწურვადია და საავადმყოფოები დატვირთვებს ვერ გაუძლებდა. ამიტომ მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისა და აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. დღეს, ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ დელტა ვარიანტი ნახტომისებურად ვრცელდება და განსაკუთრებით მოზარდებში ცირკულილებს. მძიმე მდგომარეობა დედაქაალქსა და შემდეგ აჭარაშია. ამ ფონზე 10 აგვისტოსთვის დაავადებათა კონტორლის ეროვნულმა ცენტრმა ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციები და სცენარი უნდა შესთავაზოს. ქვეყანაში აიკრძალება მასობრივი შეკრბები და პირბადის გამოყენება ქუჩაშიც სავალდებულო იქნება. კორონავირუსული ინფექციის შედეგად მკურნალობას ამ ეტაპისთვის 39 ათასამდე პაციენტი გადის. საქართველოში ერთდეჯარად აცრილი ამ დროისთვის ნახევარ მილიონზე მეტია. დღეს, საქათველოს ექიმთა საზოგადოების“ სახელით გავრცელდა წერილიც, დოკუმენტზე ხელმომწერ მედიკოსებს აუცილებლად მიაჩნიათ ვაქცინაციის აქტიური კამპანია, განსაკუთრებით რეგიონებში, შეიქმნას მობილური ჯგუფები, რომლებიც რეგულარულად შეხვდებიან და ტრენინგები ჩაუტარდეთ თავად მედიკოსებს

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში