სერჟანტთა საკანდიდატო კურსის პირველი გამოშვების ცერემონიალი

07 აგვისტო 2021, 12:28 1099 ნახვა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსის პირველი გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.  პირველი დრონის ლიდერების კურსი საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, აშშ-ის ეროვნული გვარდიის სამეთაურო რგოლის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა.

საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი 21 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლება საცეცხლე მომზადებას, დაბრკოლებების ზოლის გადალახვას, პირველად სამედიცინო დახმარებას, სამხედრო ტოპოგრაფიას, კავშირგაბმულობას, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებსა და ლიდერობის უნარჩვევების გამომუშავებას მოიცავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში