მასშტაბური ხანძარი საბერძნეთში

07 აგვისტო 2021, 12:13 3019 ნახვა

სტიქია საბერძნეთში. ძლიერ ხანძარს  2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლის  გაძლიერების გამო, ათასობით ადგილობრივი, ათენის მიმდებარედ დასახლებული ტერიტორიებიდან გარბის. როგორც ცნობილია ბოლო 24 საათში ქვეყანაში ხანძრის 98 ახალი კერა გაჩნდა.

ისტორიულ ქალაქში, სადაც ანტიკური ოლიმპიური თამაშები იმართებოდა, მეხანძრეები სტიქიასთან გამკლავებას ცდილობენ. საფრთხე არქეოლოგიურ ობიექტებს ემუქრება. სტიქიის მასშტაბები დღითიდღე იზრდება. პროცესს ხელს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს. საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ,რომ საბერძნეთში არსებული ხანძრების გამო, საქართველოს საელჩო ადგილზე მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან მუდმივ კონტაქტზეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში