ევროკავშირი რუსეთის ქმედებებს კიდევ ერთხელ გმობს

07 აგვისტო 2021, 15:35 753 ნახვა

ევროკავშირის მიერ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მეცამეტე წლისთავისადმი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სრულად უჭერენ მხარს კონფლიქტების მოგვარებას. გმობენ  რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით ამ რეგიონებში მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას.

ევროკავშირი  რჩება ერთგული, მხარი დაუჭიროს კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოების უფლებებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ეს უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიკით, გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში