საქართველომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა

07 აგვისტო 2021, 20:10 1935 ნახვა

ტოკიოს 2020  წლის ოლიმპიადა ქართველი სპორტსმენებისთვის დასრულებულია. ოლიმპიურ თამაშებზე, სპორტის 11 სახეობაში  საქართველოდან 35 სპორტსმენი ასპარეზობდა. სპორტსმენებმა ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 8 მედლის მოპოვება შეძლეს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სარეკორდო  მაჩვენებელია. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე.

ოლიმპიადა ხვალ ოფიციალურად დაიხურება. დახურვის ცერემონიალზე საქართველოს მედროშე, ვერცხლის მედალოსანი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში