ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესი

08 აგვისტო 2021, 12:05 950 ნახვა

ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს „საერთაშორისო გამჭვირვალობა" და „სამართლიანი არჩევნები" ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევად მოწვეული ორგანიზაციების შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას. მათი შეფასებით, საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევა ხარვეზიანი აღმოჩნდა და, სავარაუდოდ, ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ზრდას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში