საქართველოში კორონავირუსის 2236 ახალი შემთხვევაა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი 

09 აგვისტო 2021, 10:39 1274 ნახვა

9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევაა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი, ხოლო 3 146 პირი გამოჯანმრთელდა. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 23 439 ტესტი გაკეთდა.  ყველაზე მეტი 946 ახალი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. აჭარაში კი კოვიდი კიდევ 499 ადამიანს დაუდასტურდა. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 233 საიდანაც: 6 641 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 125, აჭარაში - 874, იმერეთში - 959. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 328 პირი, მათ შორის, თბილისში - 587, აჭარაში - 134, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 21, იმერეთში - 18. 2 552 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 151 - თბილისში, 818- აჭარაში. 31 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 8 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 002 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 712 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 332, პირი, აჭარაში - 5 186, იმერეთში - 3 846.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში