ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება - ირაკლი ღარიბაშვილი

09 აგვისტო 2021, 11:40 1110 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიზანია ქვეყანაში კოვიდ უსაფრთხო არჩევნები ჩატარდეს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის წარმომადგენლებს და ასევე მოქალაქეებს მოუწოდა, წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ატარონ პირბადე. 

''ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება. შეგვიძლია განსაკუთრებული მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ. ერთის მხრივ ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, მეორეს მხრივ კი, ეს უნდა იყოს უსაფრთხო., რაც გულისხმობს იმას, რომ ცესკოს ყველა წევრი შეიძლება იყოს აცრილი. ჩვენ კანდიდატებს და სხვა პარტიის კანდიდატებს მინდა მოვუწოდო და ვთხოვო, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ, იმისთვის რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია. 

ვინაიდან, ახლა იწყება შეხვედრები მოსახლეობასთან, მინდა, ჩვენ კანდიდატებს ვთხოვო, ყველამ ვატაროთ პირბადე, მაშინ, როდესაც მოსახლეობასთნ შეხვედრები ექნებათ, მეორე მხრივ, ამომრჩეველს მინდა ვთხოვო, რომ მათაც ანალოგიურად ატარონ აღნიშნულ შეკრებებზე პირბადე“,- განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში