ავღანეთში თალიბებმა ჟურნალისტები მოკლეს

09 აგვისტო 2021, 13:57 584 ნახვა

ავღანეთში რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" წევრებმა ერთი ჟურნალისტი მოკლეს, მეორე კი მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მოკლულია რადიო „პაქტიაღაგის“ მთავარი რედაქტორი ტუფან ომარი, მას ქაბულში დაესხნენ თავს.

მეორე ჟურნალისტი, რადიოსადგურ „ ბუსტის“  მთავარი რედაქტორი ჰელმანდის პროვინციაში გაიტაცეს. ამჟამად "თალიბანი" ჰელმანდის პროვინციის ყველა რაიონს აკონტროლებს და  ბრძოლები პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ლაშქარგაჰის ხელში ჩასაგდებად მიმდინარეობს.  „თალიბანმა“ ავღანეთის ჩრდილოეთით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ყუნდუზი აიღო.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქალაქის ყველა რაიონი, გარდა აეროპორტისა, ტერორისტული დაჯგუფების კონტროლის ქვეშაა. მათი თქმით, ქალაქში ბრძოლის შედეგად ხანძარი გაჩნდა, ყუნდუზის ცენტრში კი „თალიბანის“ დროშაა აღმართული.

მედიის ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში