დაკავება ძალადობის ფაქტზე

09 აგვისტო 2021, 14:28 967 ნახვა

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით თბილისში ორი ადამიანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 1993 წელს დაბადებულს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში