მდგომარეობა ნამდვილად არის საგანგაშო - ჯანდაცვის მინისტრი

10 აგვისტო 2021, 11:35 855 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საგანგაშოა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია.

''ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ პროცესს გავუმკლავდეთ. მოსახლოებას მინდა მივმართო. ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა და დამოკიდებული ვართ მნიშვნელოვნად ჩვენი მოქალაქეების  პასუხისმგებლობაზე და მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციების დაცვაზე. მნიშვნელოვანი არის თანამშრომლობა, რომ ჯანდაცვის სექტორში არ მოხდეს კოლაფსი. 

მნიშვნელოვანია, რომ ახალ შტამს, როგორც უკვე მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, აქვს სხვა ტემპი და სირთულე. აქედან გამომდინარე, ინფექციის გავრცელება ტემპი განასხვავებს მეოთხე ტალღას მეორე ტალღისგან. მოსალოდნელი იყო, რომ ,,დელტა შტამი'' უფრო მარტივად გავრცელდებოდა.

მესამე ტალღა შედარებით ადვილად გავიარეთ, თუმცა მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია, რაც მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ჩვენ სხვა ქვეყნებშიც დავაკვირდით, თუ რამდენად სწრაფი გავრცელება ჰქონდა ''დელტა შტამს''. ეს არის სწორედ ის მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს ამ რთულ პროცესში ვიმყოფებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში