საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ხალხს ბოდიშს უხდის

10 აგვისტო 2021, 11:38 656 ნახვა

საბერძნეთში კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან. შექმნილი მდგომარეობის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი. ”ჩვენ შეიძლება გავაკეთეთ ის, რაც ადამიანისთვის იყო შესაძლებელი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არ იყო საკმარისი", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

საბერძნეთში ივლისის ბოლოდან დღემდე 580 -ზე მეტი ხანძრის კერა გაჩნდა, რასაც მაღალმა ტემპერატურამ და ქარმა შეუწყო ხელი. ყველაზე დიდი ხანძარი კუნძულ ევიაზე მძვინვარებს, სადაც მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა. ხანძრების შედეგად საბერძნეთში გარდაცვლილია 3 ადამიანი, მათ შორის - მოხალისე მეხანძრე. არიან დაშავებულებიც.

დამწვარია სახლები და ჰექტრობით ტყე. საბერძნეთის დასახმარებლად სხვადასხვა ქვეყანამ ავიაცია, ცოცხალი ძალა და დამატებითი აღჭურვილობა გაგზავნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში