აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

10 აგვისტო 2021, 14:34 980 ნახვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს,,პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ უფროსი დააკავა საქართველოს  პროკურატურამ.

გამოძიება მას დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას და  ტენდერების გარეშე აუქციონების გამართვას ედავება.

საუბარია,  ფიქტიური ოპერაციების ამსახველ სასაქონლო ზედნადებებზეც. დაკავებულის მიმართ გამოძიება რამდენიმე მუხლით დაიწყო,  რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში