ისრაელი კოვიდშეზღუდვებს უბრუნდება

10 აგვისტო 2021, 14:54 5736 ნახვა

კოვიდ-19-ით  ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატების ფონზე  ისრაელის მთავრობა კოვიდშეზღუდვებს უბრუნდება. დღე-ღამეში ქვეყანაში 4 ათასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის განცხადებით, სიტუაცია ისევ სერიოზულია. ინფიცირების მაჩვენებლები იზრდება, ტესტების 4% დადებითია, ხოლო დაავადების მძიმე ფორმების რაოდენობა ორმაგდება.

სავალდებულო ხდება პირბადეების  ტარდება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დახურული სივრცეებისთის აღდგა, დღეს უკვე ნაწილობრივ ღია სივრცეებზეც ვრცელდება, იმ შემთხვევაში, თუ ღონისძიებას 100-ზე მეტი ადამიანი ესწრება. მასობრივ შეკრებებზე მხოლოდ აცრილი ან გამოჯანმრთელებული მოქალაქეები დაიშვებიან.

საჯარო სამსახურებში თანამშრომელთა ნახევარი ისევ ონლაინ-რეჟიმზე გადადის, მომავალი კვირიდან ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც 40 ქვეყნიდან დაბრუნდებიან, სავალდებულო კარანტინს გაივლიან. 

უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყანა კვლავ დახურული რჩება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში