კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა

10 აგვისტო 2021, 16:56 2059 ნახვა

ქუთაისში კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა. 28 წლის ქალის მდგომარეობა მძიმე იყო და ის კლინიკა ''ბომონდის'' რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. 

სპეციალისტების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში