მაქვს ინფორმაცია, რომ კოვიდინფიცირებულთა ნაწილი, არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს ტრანსპორტით - თენგიზ ცერცვაძე

10 აგვისტო 2021, 20:40 2727 ნახვა

მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი, დაახლოებით 35 000 ავადმყოფიდან ნაწილი, არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით -, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა 

თენგიზ ცერცვაძე  შესაბამის სტრუქტურას მოუწოდებს, მკაცრად გააკონტროლოს მსგავსი შემთხვევები.

"მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი ავადმყოფების ნაწილი, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ, არ იცავენ იზოლაციას. დადიან ქუჩებში, სხდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი შემთხვევების მაღალი რიცხვის შენარჩუნებას. კატეგორიულად ვთხოვ, აღმასრულებელ და სხვა ხელისუფლებას, გააკონტროლოს ასეთი ადამიანები. 12 დღის მანძილზე ყველამ დაიცვას იზოლაციის წესები. არავითარ შემთხვევაში არ იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში