აჭარაში ქორწილებისა და აკრძალული ღონისძიებების ფაქტები გამოვლინდა - დაჯარიმდა 10 ფიზიკური და იურიდიული პირი

11 აგვისტო 2021, 10:14 7461 ნახვა

შრომის ინსპექციის სამსახურმა, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აჭარის რეგიონში აკრძალული ღონისძიებების ფაქტები გამოავლინა. ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

შრომის ინსპექტირების სამსახურში აცხადებენ, აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამო ფიზიკური პირები 2000 ლარით, იურიდიული პირები კი 10 000 ლარით დაჯარიმდნენ. მათგან 2-ს კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

კადრებიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ სიაშია: "ივენთ ჰოლი ბაგრატიონი", სარიტუალო დარბაზი "დავითი" და "ლიდერი".

"აკრძალული საქმიანობის გამოვლენის პროცესში, შრომის ინსპექციასთან ერთად შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები არიან ჩართულები. შეზღუდვებზე კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში ხორციელდება"- აცხადებენ შრომის ინსპექციის სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში