საქართველოში 106 804 სრულად ვაქცინირებული ადამიანიდან კორონავირუსით მხოლოდ 0.19% დაინფიცირდა - კვლევის შედეგები

11 აგვისტო 2021, 13:01 1668 ნახვა

საქართველოში ჩატარებული უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკს - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-ს მიერ შექმნილ ვებ-გვერდ provax.ge აქვეყნებს.

მათივე ცნობით, კვლევის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ 106 084 პირთაგან მხოლოდ 207 (0.19%) დაინფიცირდა კორონავირუსით.

ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა. 
207 ინფიცირებულ პირთაგან მხოლოდ 8-ს (4%) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 11 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად 688 940 აცრა ჩატარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 23935 პირია აცრილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში