„აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“

11 აგვისტო 2021, 14:01 728 ნახვა

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ - ს ფარგლებში 6 დღის განმავლობაში 9 სპორტული ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა  საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებმა 50–მდე სამშვიდობო მისიაში და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ და ომის ვეტერანმა მიიღო. მათ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები პეინტბოლის, საბრძოლო ფარიკაობის, მშვილდოსნობის, მჯდომარე ფრენბურთის, მკლავჭიდის, ბოჩას, ნარდის, დომინოსა ჭადრაკის ტურნირებში მოსინჯეს. 

სპორტული შეკრებები თერჯოლა 2021-ის ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და გორის მერიის მხარდაჭერით განახორციელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში