საქართველოში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი

12 აგვისტო 2021, 11:08 1038 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 3 310 პირი, გარდაიცვალა 49.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 189 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 832 PCR ტესტით.

11 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.52%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 236 შემთხვევა, აჭარა - 811, იმერეთი - 537, ქვემო ქართლი - 246, შიდა ქართლი - 280, გურია - 106, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 287, კახეთი - 398, მცხეთა-მთიანეთი -101, სამცხე-ჯავახეთი - 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 466 326 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 412 420 გამოჯანმრთელდა, 6 279 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 715 919 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 933.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში