ქობულეთში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე სასაფლაოები გაქურდეს. მძარცველებმა ლითონის კონსტრუქციები წაიღეს.
მოსახლეობა ჰყვება, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირია, მიზეზი კი ზედამხედველობის გარეშე მიტოვებული მუნიციპალური სასაფლაოა, რომელსაც არც ქუჩის განათება და არც დარაჯი ჰყავს.
ტერიტორიის 4-ჰექტარი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, ნაწილი კი დაურეგისტრირებელია.
სასაფლაოს მოვლა-პატრონობისთვის აიპ-ის შექმნა რამდენიმე თვის წინ დაანონსდა, რომელიც ამ დრომდე არ შექმნილა.