ფაშინიანი ოფიციალურ ბაქოსთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

12 აგვისტო 2021, 14:36 861 ნახვა

სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში უმაღლეს დონეზე ჩაერთოს და ამ მიმართულებით კონკრეტულ წინადადებებს ელოდება - ამის შესახებ  ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს. მისი თქმით, მათ ხალხისგან მიიღეს დაკვეთა რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. 

როგორც ფაშინიანი ამბობს, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება ან ნორმალიზება მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება. რაც შეეხება საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციას, სომხეთის პოზიცია უცვლელია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში