NDI-ის გამოკითხვა ვაქცინაციაზე

12 აგვისტო 2021, 14:28 1024 ნახვა

NDI-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36% დადებითად, 9% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 3% პასუხზე უარს აცხადებს.

რაც შეეხება კითხვას, როგორ უმკლავდება მთავრობა კორონავირუსის პანდემიას, გამოკითხულთა 53% დადებითად აფასებს, ხოლო უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 37%.  გამოკითხულთა 47% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრებოდა, ხოლო 35% აიცრებოდა.  7% აცხადებს, რომ უკვე აიცრა, 11% - მა  არ იცის.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ აიცრებოდით, გამოკითხულთა 47% მიზეზად ასახელებს, რომ  არ ენდობა კორონავირუსის ვაქცინის ხარისხს, 20% -  ვერ აიცრება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზის გამო, 13% - ფიქრობს, რომ  ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდებიან კორონავირუსის პანდემიას, გამოკითხულთა 7% აცხადებს, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს, 2% -  ვაქცინაციის წინააღმდეგია. კვლევის მიხედვით, 42%- მა იცის  თუ როგორ უნდა  დარეგისტრირდეს  კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ონლაინ პლატფორმაზე, გამოკითხულთა 56% კი აცხადებს, რომ არ იცის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში