აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი თბილისში გადმოასვენეს

12 აგვისტო 2021, 16:15 854 ნახვა

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, – ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადმოსვენებული ხუთი პირიდან ორი სამხედრო პირია.

სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში 13 აგვისტოს, 17:00 საათიდან და 14 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.

იდენტიფიცირებულთაგან ერთი ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა 14 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე შედგება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში