სამთო მომზადების კურსები დასრულდა

13 აგვისტო 2021, 11:53 804 ნახვა

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების კურსები დასრულდა. ოფიციალური ცერემონიალი სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. 

ზაფხულის შუალედური კურსი ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ქართველი, უკრაინელი და ჩეხი 17 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

ზაფხულის საბაზისო კურსს კი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 37 იუნკერი სამი კვირის განმავლობაში გადიოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში