ყველა ეკლესია-მონასტერს კურთხევა ეძლევა, სიტკბოების მიღებისთვის გამოიყენონ ერთჯერადი ჭიქები - საპატრიარქო

13 აგვისტო 2021, 18:41 1284 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო ეკლესიებს მიმართავს, დაიცვან რეგულაციები და ზიარების შემდგომი სიტკბოების მისაღებად, ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც ცოტახნის წინ გავრცელდა.

პატრიარქის ბრძანების თანახმად, მრევლს თან უნდა ჰქონდეს პირბადე და ტაძრებში დისტანცია უნდა იყოს დაცული.

"ამა წლის 14 აგვისტოდან, სამი კვირის განმავლობაში, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნეს დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებულ იქნეს ერთჯერადი ჭიქები", - აღნიშნულია ბრძანებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში