გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში

14 აგვისტო 2021, 13:29 2176 ნახვა

20 წლის გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ეს „ვალენსიასა“ და „ხეტაფეს“ შორის შეხვედრაში მოხდა, რომელიც მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი იყო. გიორგიმ კარი მშრალად შეინახა და გამარჯვებაში საკუთარი წვლილი 5 სეივით შეიტანა.

საბოლოოდ, „ვალენსიამ“ 1:0 მოიგო და სეზონის პირველი სამი ქულა მოიპოვა.  მამარდაშვილი მეოთხე ქართველია გიორგი დემეტრაძის, შოთა არველაძის და გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ, რომელმაც ლა ლიგის გუნდში ითამაშა და პირველი ქართველი მეკარეა, ვინც ეს მოახერხა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში