აშშ-ი კოვიდინფიცირებული ბავშვების რიცხვი გაზრდილია

15 აგვისტო 2021, 12:05 1959 ნახვა

აშშ-ის საავადმყოფოებში კოვიდინფიცირებული ბავშვების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია 1 900 არასრულწლოვანი. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამის მიზეზი დელტა ვარიანტია, რომელიც აუცრელ ადამიანებში სწრაფად ვრცელდება. ამჟამად ბავშვები აშშ-ში ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების ორ-ნახევარ პროცენტს  შეადგენენ.

12  წლამდე ასაკის ბავშვებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ჯერ ნებადართული არ არის, შედეგად ისინი დაუცველნი არიან. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ასევე გაზრდილია ახალგაზრდა, კერძოდ 18-29, 30-39 და 40-49 წლის ასაკის ადამიანების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებიც. საავადმყოფოებში გადაყვანილი პაციენტების უმრავლესობა აუცრელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში