ძლიერი მიწისძვრა და მსხვერპლი ჰაიტიზე

15 აგვისტო 2021, 12:00 2680 ნახვა

ჰაიტიზე მომხდარ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 304 ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.  დაშავდა 1800 -ზე მეტი მოქალაქე. 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, რომელიც ქვეყნის დასავლეთით მოხდა, დაანგრია და დააზიანა შენობები, მათ შორის ეკლესიები და სასტუმროები.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ზარალი დიდია და ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კუნძულ ჰაიტიზე საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა ბოლოს 2010 წელს მოხდა, რა დროსაც 200 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ქვეყანაში შენობების უმეტესობა გაანადგურა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში