სამედიცინო დახმარების ახალი სპეცმანქანები

14 აგვისტო 2021, 15:15 495 ნახვა

ბათუმისა და ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს ახალი სპეცმანქანები შეემატა. მაღალი გამავლობის ავტომობილები დაწესებულებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გადასცა. მერსედესის მარკის ორხიდიანი ავტომობილები აღჭურვილია რეანომობილთან გათანაბრებული აუცილებელი და თანამედროვე დანადგარებით, რაც ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რეგიონში სამედიცინო ბრიგადების მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის.

მინისტრმა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამედროვე ტიპის შენობების აგებაც დაანონსა, თქვა, რომ  სამედიცინო პერსონალი გაუმჯობესებულ პირობებში უნდა მუშაობდეს. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში