თურქეთში რუსულმა სახანძრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

14 აგვისტო 2021, 20:15 738 ნახვა

თურქეთში რუსულმა სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. რუსული მედიის ცნობით, ბორტზე სადაც 8 ადამიანი იმყოფებოდა  მათ შორის 5 რუსი სამხედრო მოსამსახურე და თურქეთის 3 მოქალაქე   ვერცერთი ვერ გადარჩა. „ბე-200“-ის ტიპის თვითმფრინავი ქალაქ ადანასთან ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავმა ხანძრის ჩაქრობის დავალება შეასრულა კატასტროფა კი დაჯდომამდე განიცადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში