საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

16 აგვისტო 2021, 10:39 1609 ნახვა

16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 4 119 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 730 ტესტი, მათ შორის 13 637 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 093 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.4%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.47% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.09%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 958 შემთხვევა, აჭარა - 538, იმერეთი - 319, ქვემო ქართლი - 115, შიდა ქართლი - 80, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი - 297, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 141 საიდანაც: 6 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 176, აჭარაში - 931, იმერეთში - 1 007. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 421 პირი, მათ შორის, თბილისში - 608, აჭარაში - 143, იმერეთში - 327. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი, მათგან თბილისში - 198, აჭარაში - 18, იმერეთში - 20. 3 463 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 41 692 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 043 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 500 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 018, პირი, აჭარაში - 6 968, იმერეთში - 4 986.

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში