თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა

16 აგვისტო 2021, 11:28 2233 ნახვა

თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე  ქასთამონუს, სინოფისა და ბართინის პროვინციებში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტიქიის შედეგად დაშავდა 284 ადამიანი, ხოლო 76 დაკარგულად ითვლება. ქვეყნის პრეზიდენტმა სამი პროვინცია სტიქიის ზონებად გამოაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში