5 დღეში შრომის ინსპექციამ 13 ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა

16 აგვისტო 2021, 12:14 2721 ნახვა

10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა.

უწყების ცნობით, აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევისთვის 18 იურიდიულ პირს 10 000,  ხოლო 12 ფიზიკურ პირს - 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. 

ქვეყნის მასშტაბით სულ 2391 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განხორციელდა. გაიცა 2142 წერილობითი და 249 ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება. მათ შორის:

თბილისში 499;

იმერეთში 403;

აჭარაში 198;

გურიაში - 95;

სამეგრელო-ზემო სვანეთში 766;

კახეთში 70;

სამცხე-ჯავახეთში 113;

მცხეთა-მთიანეთში 9;

ქვემო ქართლში 210;

შიდა ქართლში 71.

ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ რეგულაციების დაცვაზე მონიტორინგის პროცესში შრომის ინსპექციასთან ერთად, ჩართულია მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში