ბათუმში ავარიის შედეგად ავტომობილი ამობრუნდა

17 აგვისტო 2021, 00:41 6876 ნახვა

ბათუმში, ლერმონტოვის და კომახიძის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთი ამობრუნდა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი აზუსტებს. 

რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი გამოძიება დაადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში