ახალი კოვიდრეგულაცია

17 აგვისტო 2021, 18:05 1987 ნახვა

ეპიდვითარება კრიტიკული მდგომარეობის ზღვარზე, შეზღუდვების  შემოღებიდან სამ დღეში ისევ დამატებითი  რეგულაციები დაწესდა. დღეიდან ყველგან, გარე და შიდა სივრცეში  სავალდებულო ხდება პირბადის ტარება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. რესტორნებში და სამასპინძლო დაწესებულებებში მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება.

რაც შეეხება სწავლის დაწყებას, თუ ასეთი ეპიდსიტუაცია იქნება 15 სექტემბრისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით -თქვა   ამირან გამყრელიძემ.   ამ ყველაფერთან ერთად კი საწოლფონდის მიმართულებით მდგომარეობა არის საკმაოდ რთული.  ამიტომ დამატებით საწოლფონდების მობილიზაციას ჯანდაცვის უწყება, ჰოსპიტლების ხარჯზე აპირებს,  კიდევ ერთი  საველე ჰოსპიტალი სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში მოეწყო.  . 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში